შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე N26-ში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში, აივნების უკანონო მიშენებებისთვის ადგილობრივებს ახალციხის მერიიდან მითითებები წერილობით მისცეს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 19 ნოემბერი 2018
ასპინძის ქუჩაზე უკანონო მიშენებებთან დაკავშირებით ახალციხის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „გიორგი ბლუაშვილსა და გიორგი ოქრომელიძეს მიეცეათ წერილობითი მითითება თავიანთ მფლობელობაში არსებული აივნების უნებართვოთ წარმოებულ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით“. რა იგულისხმება მითითებებში, ან რა ვადაში უნდა მიიღონ ზომები ბლუაშვილმა და ოქრომელიძემ წერილში ამაზე საუბარი არ არის. ასევე, უპასუხოდ დატოვა მერიამ „სამხრეთის კარიბჭის“ შეკითხვა ამავე კორპუსში, გასულ წლებში, უკანონო მიშენებების რაოდენობისა და ზედამხედველობის სამსახურის რეაგირებაზე. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2017 და 2018 წლებში მერიაში მიშენებებთან დაკავშირებით ნაბართვის გაცემის შესახებ შვიდი განცხადება შევიდა, აქედან ხუთი დაკმაყოფილდა, ერთს უარი ეთქვა, ერთი კი განხილვის სტადიაში. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე N26-ში გიორგი ბლუაშვილი და გიორგი ოქრომელიძე აივნებს უკანონოდ აშენებენ. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
საზოგადოება