შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის ქართულ საზოგადოებას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41455 
 23 სექტემბერი 2019

ვატო შაქარიშვილის თქმით, "სალომე ზურაბიშვილს არჩევნები საზოგადოებამ მოაგებინა და არა რომელიმე პარტიამ", მეტიც - დეპუტატმა ზურაბიშვილის გამარჯვებაში "ქართული ოცნების" წვლილი საერთოდ უარყო:

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ საზოგადოებას, რომელმაც ის პრეზიდენტად აირჩია ამ გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მიაყენა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილი იყო "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი, ხოლო როცა საშიშროება იყო რევანშისტული ძალა დაბრიუნებულიყო, მოხდა საზოგადოების კოსნოლიდირება. ხალხი მიშას წინააღმდეგ შეიკრა, მაშინ ეს გზა ზურაბიშვილზე გადიოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბილბორდებმა მოიგო არჩევნები, ძალიან ცდება. ზურაბიშვილის გამარჯვებაში "ქართული ოცნების" წვლილი საერთოდ არ არის. წვლილი მიუძღვის ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ზურგი აქცია"- გვითხრა შაქარაშვილმა თუმცა მოსალოდნელ იმპიჩმენტზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

"გეუბნებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ეს უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს. მანამდე კი საზოგადოებას ნამდვილად აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს ამ გადაწყვეტილების (შეწყალების) კანონიერებაში. თუ ვერ მივიღეთ გამოძიებისგან პასუხი მერე ვიმსჯელოთ ამაზე (იმპიჩმენტზე). პროცედურებზე მეტად ჩემთვის მორალური მხარეა მნიშვნელოვანი. მორალურად ამ ყველაფრის გამართლებას ვერავინ იპოვის"- დასძინა შაქარაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატი გამორიცხავს, რომ სასტიკ დანაშაულებში მსჯავრდებულების ამნისტიით გათავისუფლება ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან გარიგების შედეგად მოხდა.

"ჭორაობა... ნაციონალური მოძრაობის ნარატივზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მჭირდება ფაქტები. ენმ-ს ბოდვაზე კომენტარებს ვერ გავაკეთებ" - აღნიშნა შაქარაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა