შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როცა სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ ბევრი კრიტიკოსი წუხილით არ გამოსულა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41486 
 24 სექტემბერი 2019

"როდესაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ ბევრი კრიტიკოსი არანაირი წუხილით არ გამოსულა. შემდეგ, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება“ მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე და და დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტთა განცხადებებს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუ სამმაგი სტანდარტის მქონე ადამიანებს საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადგილს არ მიუჩენს, ქვეყანაში სიმართლის და სიცრუის გარჩევა რთული იქნება.

„ეს არის სამმაგი სტანდარტი და თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადკვატურ შეფასებას არ მისცემს და იმ ადამიანებს, ვინც სამ სხვადასხვა შემთხვევაში სამჯერ სხვადასხვანაირად საუბრობდნენ, არ მიუჩენს თავის ადგილს საზოგადოებაში და პოლიტიკაში, მაშინ ძალიან რთული იქნება სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, რომ სამჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა თანმიმდევრული პოზიცია და ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ არათანმიმდევრული, სამივეჯერ განსხვავებული პოზიცია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია