შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გრიგოლ ვაშაძე – ჩვენ უნდა დავიწყოთ სახალხო სახელმწიფოს მშენებლობა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 20 ნოემბერი 2018

ჩვენ უნდა დავიწყოთ სახალხო სახელმწიფოს მშენებლობა, – განაცხადა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მართვა ხელში მოსახლეობამ უნდა აიღოს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივებმა არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„სახლში ვინც რჩება, ის ხმას აძლევს ბიძინა ივანიშვილს და რაც დღეს დაიწყო, კრიმინალის თარეში, კორუფცია, მარიხუანის პლანტაციები და ეს ბოდვა, რითიც ჩვენს სახელმწიფოს საფრთხე ექმნება. თხოვნა მაქვს, როგორც დაირაზმეთ და მოხვედით პირველ ტურზე, ასე მოდით მეორე ტურზე, რათა აჩვენოთ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები არ ვიყიდებით. ყველა, ვინც თქვენ იცით, რომ არ მოდის არჩევნებზე, მოკიდეთ ხელი და წარმოიყავნეთ. როდესაც გავიმარჯვებთ 28 ნოემბრის შემდეგ, არ მოასვენოთ ხელისუფლება, აიღეთ ხელში სახელმწიფოს მართვა, რადგან ეს თქვენი სახელმწიფოა და ჩვენ უნდა დავიწყოთ სახალხო სახელმწიფოს მშენებლობა. ძალიან მიყვარხართ, იცოდეთ, რომ თქვენთან ვიქნებით და არ გიღალატებთ. არ დავივიწყებთ, რაც საქართველოს მოქალაქემ ჩემთვის და გაერთიანებული ოპოზიციისთვის გააკეთა“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია