შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის მიერ მოწყობილი ბიზნეს რეკეტი-რა მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41503 
 25 სექტემბერი 2019

სკანდალი: ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესს რეკეტი მოუწყო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აიძულა ბანკები, რომ პრობლემური სესხები "ქართუ ბანკისთვის" სიმბოლურ ფასად მიეყიდა.

"თი ბი სი" ბანკის ერთ-ერთი მფლობელი მამუკა ხაზარაძე "მთავარ არხთან" იხსენებს, თუ როგორ მოახვიეს საბანკო სფეროს თავს სესხების განულების პროგრამა.


"ლელოს" დამფუძნებელმა "მთავარ არხთან" განაცხადა, რომ სესხების განულების პროგრამა ბანკებისთვის კომერციული თვალსაზრისით არასახარბიელო იყო და მათ მიზერულ ფასად მოუწიათ პრობლემური პორტფელის დათმობა " ქართუ" ფონდის სასარგებლოდ.

მამუკა ხაზარაძის განცხცადებით, სესხების ჩამოწერაზე ბანკების დათანხმება მოხდა ფინანსთა მინისტრის კაბინეტში და ეს ყველაფერი ხდებოდა სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ჩარევისა და ზეწოლის ქვეშ.

"როცა 120 მილიონს ცვლი 3 მილიონში და პრაქტიკულად გაიძულებენ რომ ეს გაკეთდეს და ეს გარიგება ხდება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში, პრაქტიკულად შეღავათს აკეთებს ბანკი და არა რომელიღაც ფონდი. უბრალოდ სხვა არჩევანს არ გიტოვებენ. პრაქტიკულად, სახელმწიფო სტრუქტურების პრივატიზაციაა გაკეთებული" - აცხადებს მამუკია ხაზარაძე.

ცნობისთვის, არჩევნების წინ პრობლემური სესხების ჩამოწერა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებელმა შეაფასა როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია