შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველო რუსეთის წნეხს დაექვემდებარა და დათმობაზე წავიდა"- ნოდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41562 
 28 სექტემბერი 2019

პოლიტიკური მიმომხილველი გია ნოდია გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანის შეხვედრას თავის Facebook გვერდზე გამოეხმაურა:

"ზოგადად, იმაში არაა პრობლემა, რომ ქვეყნის საგარეო მინისტრი თუნდაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. შეიძლება, საჭიროა და ხვდება, ამისთვისაა დიპლომატია. მაგრამ ეს ზოგადად. კონკრეტულად, ახლა რატომ შეხვდა? რატომ დადგა ახლა ამის აუცილებლობა? რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა შეხვედრას? თერთმეტი წელი რომ არ ყოფილა შეხვედრა მინისტრების დონეზე, ახლა რა შეიცვალა?

პრობლემა იმაშია, რომ, როცა რუსეთთან ურთიერთობას ეხება საქმე (სხვა საკითხებშიც, ცხადია, მაგრამ ახლა ამაზე ვლაპარაკობთ) მთავრობა ნდობას არ იმსახურებს. როგორ ესმის მას საქართველოს ეროვნული ინტერესი და როგორ იცავს მას? ზოგადი შთაბეჭდილება ამ შეხვედრიდან ისეთია, რომ საქართველო რუსეთის წნეხს დაექვემდებარა და დათმობაზე წავიდა. თვისთავად შეხვედრის ფაქტიც დათმობაა და შეხვედრაზე კიდევ რაზე შეთანხმდნენ, ღმერთმა იცის.

ამ შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ შეიძლება ფრენებზე ემბარგო მოიხსნას. რატომ თქვა ახლა? ესე იგი ეს სავაჭრო თემა იყო? რას მოითხოვს სანაცვლოდ? თუ ეს სავაჭრო თემა იყო, მაშინ ეს უდიდესი შეცდომაა - ასეთი ემბარგოს გამო არაფერი არ უნდა დათმო. საერთოდ, ყურადღება არ უნდა მიაქციო. ასე შთაბეჭდილებას ქმნი, რომ ადვილია საქართველოს რაღაცეები დაათმობინოდაგიწესებენ რამე ემბარგოს, და რაღაცას დათმობ, მოგიხსნიან, ისევ დაგიწესებენ და ა. შ.

ქართული მხრიდან ვინც ამართლებს ამ შეხვედრას, ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზზე დაძაბულობა შენელდება. როგორ, რატომ? რამე კონკრეტული დანაპირები იყო? ლავროვი და კარასინი რომ ხვდებოდნენ, არ მიდიოდა ბორდერიზაცია მშვენივრად?

ვიმეორებ, თეორიულად ვერ გამოვრიცხავ, რომ საჭირო შეხვედრა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება გაცილებით მეტ საფუძველს გვაძლევს, მის ასეთ ნაბიჯებს დიდი ეჭვის თვალით შევხედოთ.

საერთაშორისო თანამეგობრობა კი მიესალმება - ეგ ყველანაირ დიალოგს ყოველთვის ესალმება. ეს არაფერს ნიშნავს".- წერს ნოდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა