შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მეშახტეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5407 
 25 სექტემბერი 2019

ტყიბულში მერიასთან მეშახტეთა აქციაზე „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მივიდა.

როგორც „ოკრიბანიუს“ ჯაყელმა განუცხადა, ის გუშინაც შეხვდა ადმინისტრაციის შენობაში მეშახტეებს, ასევე ღამით ჩასული იყო შახტში მყოფ მეშახტეებთან და მათი მოთხოვნები ადგილზე მოისმინა.

როგორც ჯაყელი აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან სხვადასხვა საკითხებზე და ეცდებიან მალე მოხდეს მეშახტეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რათა მათი კუთვნილი ხელფასები გაიცეს.

„რაც შეეხება შახტის დახურვის საკითხს, ეს საკითხი განსახილველად არც დგას, შახტის დახურვა არ იგეგმება“, – განაცხადა ჯაყელმა.

ამასთან, „საქნახშირის“ ინფორმაციით, მთავრობის ხვალინდელ სხდომაზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მეშახტეთა საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების დარიგებას ითხოვენ. გუშინ 25-მდე მეშახტე შახტაში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება