შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შუქნიშნების მონტაჟისთვის გურჯაანის ბიუჯეტში თანხა არ არის

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31550 
 01 ოქტომბერი 2019

გურჯაანში შუქნიშნების პრობლემა ისევ აქტუალურია. კონსტრუქცია თბილისიდან გასულ წელს უკვე ჩამოიტანეს, თუმცა მისი დამონტაჟება დღემდე ვერ ხერხდება.


ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტი უკვე შესყიდულია და ამჟამად თანხის მოლოდინში არიან.
„საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა რეგფონდებიდან ვერ ვაფინანსებთ, რადგან მათ მოთხოვნებში არ ჯდება. ამიტომ რა წუთშიც ადგილობრივ ბიუჯეტში შემოვა თანხა, სამუშაოებს მაშინვე დავატენდერებთ. ეს ჩვენი ქალაქისთვის ნომერ პირველი პრობლემაა და აუცილებლად უნდა გადაიჭრას.“

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები სამების ეკლესიასთან და ჯეო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია