შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციას იდეა მოპარა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 ნოემბერი 2018

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბანკების შავ სიაში მყოფი პირებისთვის დავალიანების ჩამოწერის იდეა გაერთიანებული ოპოზიციას ეკუთვნოდა და „ქართულ ოცნება“ მათ ცრუ ბრალდებას უყენებს.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა იდეა მათ მოჰპარა. ამის დასტურად ვაშაძეს სამი დღის წინ განხილული 2019 წლის ბიუჯეტი მოჰყავს, სადაც ჭარბვალიანობის დასაძლევად დაგეგმილი პროგრამა გაწერილი არ ყოფილა.

„ ეს არის ჩვენი იდეა. მეორეა რატომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“?- ამაზე არც ფიქრობდნენ საერთოდ, მაგრამ ისეთ დღეში არიან საარჩევნოდ რომ ყველაფერზე თანახმა არიან,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის გეგმა არ გულისხმობს შავ სიაში მყოფი პირისთვის ვალების სრულად ჩამოწერას. მისი თქმით, საუბარია დავალიანების მქონე პირის შავი სიიდან ამოღებაზე და ვალების გადახდასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაზე, რაშიც სახელმწიფო ვალდებულებით შევა.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც გვაქვს გათვალისწინებული ეს არის პროცენტების შემდგომი კლება და ძალიან დიდი კვლევა გვაქვს ჩატარებული,რომ ძალიან მაღალია საქართველოში საპროცენტო განაკვეთი“-ამბობს გიორგი ვაშაძე “კვირის აქცენტებში“ საუბრისას.

ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა