1. ქალი უფრო ფრთხილი ხდება, იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შემოუშვას თავის ცხოვრებაში 

მიიღო რა მტკივნეული, მაგრამ ცხოვრებისეული გაგებით “სასარგებლო” გაკვეთილი ქალი უფრო მომავალი ურთიერთობების არჩევისას უფრო ფრთხილი და ამავე დროს უფრო გამბედავიც ხდება, რადგან აღარ ეშინია თქვას «არა», როდესაც გრძნობს, რომ ვინმესთან არა გაქვს მომავალი, მაშინაც კი თუ ეს ძალაინ კარგი ადამიანია. ის ახლა იწყებს ვიღაც განსაკუთრებულის, მთელი მისი ცხოვრების სიყვარულის ძიებას.

2. ქალი უფრო მეტად ენდობა საკუთარ თავს

მიდის დასკვნამდე – თუკი არსებობს ვინმე, ვინც არ მოატყუებს, ეს ისევ და ისევ თავადაა. თუმცა ამას ერთბაშად ვერ აცნობიერებს. მხოლოდ მტკივნეული განშორების შემდეგ ხვდება, რომ მხოლოდ საკუთარ თავს შეუძლია ენდოს. ის იცნობს საკუთარ თავს ყველაზე უკეთ. იცის, რომ ვერავინ მიაყენებს ტკივილს, თუ კი მისი სუსტი მხარეები არ იცის, და ახლა გადაწყვეტილი აქვს ისინი არავის გაანდოს.

3. ეჩვევა იმედგაცრუებას

საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუ როგორ დატოვა საყვარელმა ადამიანმა და მიუხედავად ამ მომენტისადმი უდიდესი შიშისა, ამის შემდეგ წყნარად გააგრძელა ცხოვრება. იმედგაცრუება უკვე აღარ აგდებს შოკში. საკუთარ თავს ეუბნება, რომ ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, მათ შორის მასაც. იმედგაცრუება მისთვის აღარაა სამყაროს დასასრული.

4. სხვაგვარი დამოკიდებულება უჩნდება მარტოობის მიმართ 

ქალს ესმის და აცნობიერებს იმას, რომ მარტოობა არც თუ ისე ცუდია. მარტოობას ეჩვევა. ამასთან საკუთარ თავზე ბევრ ახალს იგებს, როდესაც სხვისი გავლენის ქვეშ აღარაა. ხვდება, რომ ადამიანის განვითარება არაა დამოკიდებული იმაზე, აქვს თუ არა მას ვინმესთან ურთიერთობები მოცემულ მომენტში. პირიქითაც კი, მეტი დრო რჩება საკუთარი თავისთვის და ახალი მიზნების მიღწევისათვის.

5. ის აცნობიერებს, რომ არ შეუძლია ადამიანის შეცვლა

ადამიანების უმრავლესობას არ მოსწონს, როდესაც მათ კონტროლს ან მათით მანიპულირებას ცდილობენ. ადამიანს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი და წინადადება, თუმცა მეორეს გადასაწყვეტია, უნდა მას ეს მიიღოს თუ არა. არ შეიძლება საკუთარი რწმენების სხვებისათვის თავს მოხვევა. არავის არ უნდა, რომ მისი თავისუფლება შეიზღუდოს. ადამიანებს ვერ აიძულებ სხვის გამო შეიცვალონ.

6. ქალი უკეთ იწყებს თავისი ინტუიციისადმი ყურის დაგდებას

ის მეტად აღარ აკეთებს თავისი გრძნობების იგნორირებას, რომლებიც ეუბნებიან, რომ რაღაც ისე არ არის. ის ადამიანებს უფრო უკეთ აკვირდება. ცდილობს გამოიცნოს მათი განზრახვები და მოტივაცია.

7. ქალი აღარ აბრალებს ყველაფერს თავის თავს

როდესაც ქალი მიატოვეს, ის ამაში თავისი თავის დადანაშაულებას იწყებს, მაგრამ მალევე ხვდება, რომ ეს ასე არ არის. და რადგან მიატოვეს არ ნიშნავს, რომ ეს მისი ბრალია. აზრზე მოსვლის და მშვიდად დაფიქრების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში გასაგები ხდება, რომ პრობლემა იმ ადამიანშია, ვინც წასვლა გადაწყვიტა და არა იმაში, ვისაც მთელი გულით უყვარდა.

8. ქალს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს ოდესმე თავად მიატოვებს

მას არ სწყურია შურისძიება. უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გაუტეხა გული, არ აძლევს უფლებას გაუკეთოს იგივე სხვას. ის ხვდება, რომ სხვა ადამიანის ტკივილი მას არაფერს შესძენს. და თუკი უწევს ურთიერთობებზე უარის თქმა, ქალი ამას არ გააკეთებს ახსნის გარეშე, რადგან თვლის, რომ პარტნიორს უფლება აქვს იცოდეს სიმართლე. ამ შემთხვევაში ქალმა პირად გამოცდილებაზე იცის, რომ ურთიერთობების გაწყვეტა რთული მომენტია და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა მეორე ადამიანს.

9. თავს ანებებს ყოფილისათვის ონლაინ თვალის დევნებას

თავიდან თითქოს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის არ არსებობას ონლაინ თვალის დევნებით ინაზღაურებს. თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხვდება, რომ ეს უაზრობაა. ამას არანაირი შვება არ მოაქვს და პირიქით საზიანოცაა, რადგან სხვის ცხოვრებაში ონლაინ ქექვა ემოციონალურად ღლის ადამიანის. ზოგიერთი რამ კი ჯობია საერთოდაც არ იცოდეს, მათ შორის ყოფილის ახალი ცხოვრების შესახებ. ის სწავლობს საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე კონცენტრირებას.

10. მას აღარ სჯერა ონლაინ-გაცნობის

ხვდება, რომ ონლაინ-გაცნობაში პრინცს ვერ იპოვის. ასევე იცის, რომ ყველა მესიჯი, რომელსაც ღამის 12 საათის შემდეგ მიიღებს სჯობს უყურადღებოდ დატოვოს. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ ონლაინ-ნაცნობების გაჩენას, თუმცა მისთვის უკვე გასაგები ხდება, რომ სერიოზული ურთიერთობები ამ შემთხვევაში ბოლო ადგილზეა.

mentor.ge