შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს მესხეთის თეატრში ორი სპექტაკლი გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24445 
 06 ოქტომბერი 2019
ავთო ვარსიმაშვილის "ოდისეა" ათის წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და იგი 16:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლის ღირებულება სამი ლარია."ოდისეა" წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულა დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინო ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს - მოზარდებისთვის ადაპტირებული. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს - "ხორციელი" ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი - ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ, შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს; ამ საქმეში მას სწორედ ადამიანის დახმარება სჭირდება.დღესვე , 19:00 საათზე მაყურბელი მამუკა სალუქვაძის „სიმარტოვეს" ნახავს . სპექტაკლში ნაჩვენებია ცოლ-ქმრული ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი; როდესაც ერთ დროს უსაზღვროდ შეყვარებული წყვილი ერთმანეთისთვის უცხო, უინტერესო ადამიანებად იქცევიან. როდის და რატომ კარგავენ ადამიანები ერთმანეთს? ნუთუ წლებთან ერთად სიყვარული სადღაც ქრება და რჩება მხოლოდ მოსაბეზრებელი, უფერული ყოველდღიურობა?! ასეთ მნიშვნელოვან, ბევრისთვის მტკივნეულ კითხვებს გაუჩენს მაყურებელს ეს წარმოდგენა.სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. ბილეთის ფასი – ხუთი ლარი.სპექატკლები ეროვნული დრამატურიის ფესტივალის ფარგლებში იმართება.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი