შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩუმად გაყიდული კულტურის სახლი შუხუთში-ადგილობრივები აქციას მართვენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 ნოემბერი 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, რამდენიმე დღის წინ ყოფილი კულტურის სახლი ისე გაიტანეს აუქციონზე, ამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

შუხუთელებმა კონკრეტული შენობის შესასყიდად მუნიციპალიტეტის მერიას რამდენმე ხნის წინ მიმართა. ადგილობრივები შენობის დემონტაჟიდან მიღებული თანხებით, ამავე ადგილზე  ლელოს მუზეუმის აშენებას გეგმ,ავდნენ და ამაში მათ საკუთარი ფინანსებით დახმარებას ასევე გურიის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი,  გიორგი ჩხაიძე პირდებოდა.

თუმცა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინების ნაცვლად, შენობა მერიამ აუქციონზე საუდუმლოდ გაიტანა და 600 ლარად გაყიდა.

მომხდარს დღეს შუხუთში მოსახლეობა აქციით აპროტესტებს. ისინ მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ერთ პირთან გარიგებაზე წავიდა და მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა. 

მომხდარში კორუფცის ნიშნებს ხედავს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენემ-დან კახა ასკურავა, რომელიც "გურიის მოამბესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურს დღეს კორუმპირებული პირები ხელმძღვანელობენ, რომელიც ყოფილი გამგებლის ზაზა ურუშაძის ბევრ საეჭვო საქმეში იყვნენ გარეულები:  " შენობა, რომელიც ნამდვილად ექვემდებარებოდა დემონტაჟს 600 ლარად გაიყიდა. მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ თავად სოფელი შეისყიდდა ამ შენობას და შემოსული თანხებით მის ადგილზე ლელოს მუზეუმს ააშენებდნენ, ადგილობრივმა ხელიუფლებამ მოსახლეობის თხოვნა არ მოისმინა, ქურდულად გამოაცხადეს აუქციონი და გაყიდეს. მე ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კორუფციული გარიგება, სხვა შემთხვევაში ვერც მე, ვერც სხვა ვერავინ ვერ შეძლებდა ამ შენობის ასე იაფად ყიდვას. მით უფრო, როცა მისგან ახლა მყიდველი მინიმუმ 50 ათას ლარს მაინც ამოიღებს. მოსახლეობამ სთხოვა მერიას, რომ გადეცათ მათთვის ეს შენობა, სადაც გაკეთდებოდა ლელოს მუზეუმი. სხვა თვითმმართველობა  რა არის, თუ არა ხალხის აზრის გათვალისწინება, მათთან თანამშრომლობა, მაგრამ ისე ჩუმად და მალულად გაყიდეს ვიღაც ერთ პირზე, ფაქტია, რომ აქ სხვა გარიგებებთან გვაქვს საქმე"-გვითხრა ასკურავამ.

გურიის მოამბე ლანჩხუთის მერიიდან კომენტარს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე გავავრცელებთ. 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია