შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაძლიერებთ ერთმანეთს!-ხვალ ოზურგეთს ევროკავშირის ელჩი ეწვევა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41849 
 11 ოქტომბერი 2019

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში  ევროპის დღეს აღნიშნავს

12 ოქტომბერი, ოზურგეთი, 14:00 – 20:00

თეატრალური მოედანი, ჭადრების ბაღი

შაბათს, 12 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გიწვევთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ევროპის დღე 2019-ის აღსანიშნად. თეატრალური მოედანი და ჭადრების ბაღი ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცევა და თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებით, ევროკავშირში ამოგზაურებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბავშვები სხვადასხვა თამაშებით იმხიარულებენ, გაიმართება წარმოდგენები. თამაშების მონაწილეებს გადაეცემათ საჩუქრები. ჭადრების ბაღი დაყოფილი იქნება  სხვადასხვა ზონებად: ევროკავშირის პროგრამების და პროექტების ზონა, სიმულაციური თამაშების ზონა, საბავშვო ზონა, კვების ზონა. საღამოს 6 საათზე გაიმართება ჯგუფი „ბანის“ კონცერტი.

 

დღის წესრიგი: 

14:00 – 17:00 ევროსოფელი

15:00 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა

18:00 – 20:00 კონცერტი, ჯგუფი „ბანი“

წელს ევროკავშირი საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წელს და ასოცირების ხელშეკრულების 5 წელს აღნიშნავს. ღონისძიების მთავარი გზავნილია „ვაძლიერებთ ერთმანეთს“. ევროპის დღის აღნიშვნით ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირში გაერთიანებული 28 წევრი სახელმწიფოს შორის მშვიდობას და ერთობას.  1950 წლის 9 მაისს პარიზში ხელი მოეწერა „შუმანის დეკლარაციას“, რაც ითვალისწინებდა პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ხედვას. დეკლარაცია იყო ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის მშვიდობა დაისადგურებდა და გამოირიცხებოდა ომის ალბათობა. სწორედ შუმანის მიერ შემოთავაზებული წინადადება დაედო საფუძვლად ევროკავშირის შექმნას.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ვიზიტი გურიაში

დღის წესრიგი

 

12 ოქტომბერი, შაბათი

 

13:30-14:30

ვიზიტი ნაგომარში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩაის პლანტაციის კოოპერატივში

მისამართი: სოფელი ნაგომარი

საკონტაქტო პირი: კახა ნაჭყებია 551 00 60 91

 

მოკლე ინფორმაცია: კოოპერატივი „ნაგომარი“ 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა და 12 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია შეძლო. ამ დრომდე, კოოპერატივის მიერ სოფელ ნაგომარში ჯამურად რეაბილიტირებულია 25 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია. რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციები შესაძლებლობას მისცემს კოოპერატივს წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 12-13 ტონამდე გაზარდოს. 

 

15:00-16:30

ევროპის დღის ოფიციალური გახსნა ოზურგეთში

მისამართი: ოზურგეთი, თეატრალური მოედანი, ჭადრების ბაღი

საკონტაქტო პირი: თამარ შავდია, 577 99 19 91

 

მოკლე ინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აწყობს ევროპის დღეს ოზურგეთში - ფართომასშტაბიან სახალხო ღონისძიებას, რომელიც სთავაზობს მრავალ გასართობ და შემეცნებით აქტივობას მთელი ოჯახისათვის. ღონისძიების სლოგანია “ვაძლიერებთ ერთმანეთს”, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს. წელს ევროკავშირი, ასევე აღნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წლისთავს.

 

16:45 – 18:00

ვიზიტი პროექტში “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”

მისამართი: ოზურგეთი, 26 მაისის ქ. 11ა, ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი

საკონტაქტო პირი: მინდია სალუქვაძე 555541564 

 

მოკლე ინფორმაცია: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” განხორციელდა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებთან, ასევე ოზურგეთის მერიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში შემუშავდა გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია მონაწილეობითი მიდგომის გამოყენებით, რაც ითვალისწინებდა, როგორც ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრას, ასევე რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსებიდან, ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაზრდილი სარგებლის მიღებას. 

 

18:00 – 18:45

შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტში

 

მისამართი: ოზურგეთი, 26 მაისის ქ. 11ა, ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი

საკონტაქტო პირი: მინდია სალუქვაძე 555541564

 

მოკლე ინფორმაცია: ევროკავშირი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გურიაში, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და ასევე ჩართულნი არიან საჯარო რეფომების მონიტორინგის პროცესში.

 

 

13 ოქტომბერი, კვირა

 

10:15-11:00

ვიზიტი სოციალურ საწარმო “რადო”-ში

მისამართი: ოზურგეთი, წერეთლის ქ. 29

საკონტაქტო პირი: თორნიკე აბულაძე, 577050243

მოკლე ინფორმაცია: ევროკავშირის პროექტისგანათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” ფარგლებში, დაფინანსდა სოციალური საწარმო “რადო”, რომელიც დაარსებულია პირობითი მსაჯვრებულის მიერ. საწარმო ამზადებს ბაზარზე მოთხოვნად ცემენტისა და ბეტონის ფილებს. პირველ ეტაპზე, საწარმომ დაიწყო ფასადებისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილების, ასევე ბაღის მოზაიკური ფილების, ქვების, კიბეების და სხვა მასალების წარმოება. ევროკავშირის მხარდაჭერით, საწარმომ შეიძინა აღჭურვილობა და გააფართოვა წარმოება. დღეს საწარმოში დასაქმებულია 4 პირობითი მსჯავრდებული.

 

11:00-11:30

ვიზიტი “სავაჭრო სახლი 1”- ში

მისამართი: ოზურგეთი, დიმიტრი ერისთავის ქ.8

საკონტაქტო პირი: ნინა ცინცაძე 599 55 57 59

 

მოკლე ინფორმაცია: ევროკავშირის პროექტის “კონსულტაციების მცირე ბიზნესისათვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მცირე საწარმომ “სავაჭრო სახლი 1”-მა მიიღო ბიზნეს კონსულტაცია პროდუქციის განთავსებისა და APEX-ის მენეჯმენტის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რამაც ხელი შეუწყო მცირე ბიზნესის გაყიდვებისა და ბრუნვის ზრდას.

 

11:30- 12:15

ვიზიტი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში

მისამართი: ოზურგეთი, კოსტავას ქ.123

საკონტაქტო პირი:  თორნიკე აბულაძე 577 05 02 43

 

მოკლე ინფორმაცია: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” ფარგლებში, გაფართოვდა საქველმოქმედო ასოციაცია გურიის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი და მას დაემატა 0-7 წლამდე ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სერვისები. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მშობელთა განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას და ბავშვთა მიტოვების ფაქტების პრევენციას. 

 

12:30-13:15

ვიზიტი ჩაის სახლში “ჩაის გზა”

მისამართი: სოფელი შემოქმედი

საკონტაქტო პირი: მინდია სალუქვაძე 555 54 15 64 

მოკლე ინფორმაცია: ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, ბენეფიციარმა, ლიკა მეგრელაძემ გააფართოვა ჩაის პლანტაცია და ხელი შეუწყო ჩაის ძველი ტრადიციული ჯიშების  განახლება/მოშენებას.  


 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია