შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მერიის თასი 2019’ - ასპინძაში ფეხბურთის ტურნირი იწყება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24556 
 15 ოქტომბერი 2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საშემოდგომო ტურნირი 7X7 ფეხბურთში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლიდან ზევით ასაკის ფეხბურთის მოყვარულებს.განაცხადების მიღება - რეგისტრაცია ხდება, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.გუნდების თამაშის განრიგისათვის, კენჭისყრა ჩატარდება 2019 წლის 21 ოქტომბერს 12:00 საათზე.ტურნირზე გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებით, პრიზებით და ფულადი ჯილდოებით.როგორც ასპინძის მერიაში ამბობენ, პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა ფულადი ჯილდო 300 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 200 ლარი.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია