შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეკანოზ მამალაძის სიცოცხლე საფრთხეშია - მსჯავრდებული მღვდელი საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42024 
 20 ოქტომბერი 2019

დეკანოზ მამალაძის სიცოცხლე საფრთხეშია - მსჯავრდებული მღვდელი საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ცენტრ ემპათიას წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამედიცინო დასკვნა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მოამზადა მცდარია და ბევრ უზუსტობას შეიცავს.

ექსპერტები ამბობენ, რომ მ პირობებში რა პირობებშიც მამალაძე იმყოფება ვერ მოხდება მისი განკურნება. მათი თქმით, დეკანოზს აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს პარალიზებული და თუ არ მოხდა შესაბამისი მკურნალლობა, შესაძლოა გამოუსწორებელი დადგეს .

"ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია სტრესებით და ტრამვებით რაც აქვს გადატანილი და ვფიქრობთ, რომ მისი ეს მდგომარეობა სწორედ ამითაა გამოწვეული" - ამბობს ექსპერტი კახა მიქაძე.

დეკანოზის ოჯახი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ხანია ითხოვს, რომ მოხდეს მისი შეწყალება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დასკვნას, იმის შესახებ, რომ დეკანოზი არის ჯანმრთელი, მამალაძის ოჯახი და ცენტრ ემპათიას ექსპერტები არ ენდობიან.

"არ ვენდობით, დასკვნას ხელს აწერს ხარება, რომელსაც აღძრული აქვს საქმე პროკურატურაში, დასკვნაში ბევრი შეცდომაა, რომელიც აუცილებლად გასაჯაროვდება, ეს დაკვეთილია დაკვეთილი საპატრიარქოს მხრიდან" - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია