შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა კითხვები გააჩინა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 ნოემბერი 2018

ბიძინა ივანიშვილის მიერ ტვ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუს აფასებს ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა: 

ივანიშვილის გამოსვლას ქონდა ერთი უმთავრესი პიზიტივი, რაზედაც ქვემოთ ვიტყვი. ახლა სხვა რამით დავიწყებ: მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ან სიმართლის მოსმენა არ უნდა და ამიტომ ატყუებენ, ან ბოლომდე არ ამბობს სათქმელს. 
1. პროფესიონალების მთავრობისთვის - ტექნოკრატიისთვის, რესურსი ქართუში არასაკმარისია. რომც მოიძებნოს, ქვემოთ რა ხდება? 
2. თუ მთავრობა კარგია, ხალხი რატომ არის არა გაბრაზებული, არამედ ნაწყენი?
3. თუ მთავრობა - ხელისუფლება კარგია, მაშინ ტექნოკრატია რა საჭიროა? 
4. რას უშვრება გუნდში მატყუარებს, რომლებიც ხალხს წურბელებად მიაჩნია? 
5. რას უშვრება კორუფციაში ჩაფლულ თანაგუნდელებს? პენსიაზე გაუშვებს ალავიძე- ქუმდიშვილ კვირიკაშვილივით, თუ გვერდზე დაიმაგრებს, როგორც ახლა ჰყავს დათო კირვალიძე?
6. კიდევ ბევრი კითხვა, რომელიც გაჩნდა.

ახლა პიზიტივი - ვთქვი ამის შესახებ, ერთ- ერთ ტელეეთერში ამას წინათ და დადასტურდა. ივანიშვილს სულაც არ ეშინია თუ ვაშაძე გაიმარჯვებს და ამ პროცესს იმაზე მეტად სახელმწიფოებრივად უყურებს ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე, ან პარტიის სხვა ლიდერები. შესაბამისად, აპოკალიფსი რომ არ იქნება, ეს ოცნების მომხრეებმაც უნდა იცოდნენ და ნაცების მხარდამჭერებმაც. ამიტომაც, იმთავითვე ტალახში რომ არ გვეგორავებინა კანდიდატები, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად გახდება ქვეყნის პრეზიდენტი - კარგი იქნებოდა. ახლაც არის შესაძლებლობა, დარჩენილ პერიოდში მაინც შეიკავონ მხარეებმა თავი არა პოლიტიკური ბრძოლისგან ან დაპირისპირებისგან, არამედ ერთმანეთის ლაფში ამოსვრისგან.

და ბოლოს - “შვილი”
გაუაზრებელი თუ გააზრებული, მაგრამ დაუსრულებელი კონტექსტით არ უნდა ეხსენებინა.

წამყვანებს “ყოჩაღ”, რაც დაავალეს შეასრულეს, უბრალოდ იმპროვიზაციის მცდელობა ძალიან ყალბი იყო და ჯობდა პირდაპირ დაწერილი წაეკითხათ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა