შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო-ოზურგეთელი სპორტსმენების წარმატებები

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42090 
 24 ოქტომბერი 2019

ორი დღე მიმდინარეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, გენო ჩხაიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,  2006 - 2007 წლებში დაბადებულთა შორის. აღნიშნულ შეჯიბრზე ოზურგეთის ნაკრებმა გუნდმა 14 მედალი პოპოვა. აქედან : 2 - ოქრო , 2 - ვერცხლი და 10 - ბრინჯაო. ჩემპიონები - ვანო ეფრიკიანი და საბა სირაძე გახდნენ. ნაკრები გუნდი ტურნირისთვის მწრთვნელებმა : ძმებმა ზურაბიანებმა, ბექა ჩოფლიანმა, კობა ბალავინოვმა, გურამ და ალიკა აბაშიძეებმა, გურამ მაჭარაშვილმა, ლაშა დოლიძემ და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.

ასევე დიდი წარმატებას მიაღწიეს ქ. თბილისში გამართუ კარატეს ჩემპიონატზე. 

ოზურგეთელი კარატისტები შინ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ!!!

ქ. თბილისში 14 - 16 ივნისს "Open georgia 2019" გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ხუთი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა) 1200 - მდე კარატისტმა მიიღო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებილმა კარატის სექციის სპორტსმენებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და შინ ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო წამოიღეს.

ლაშა კოსტავა - 14-15წ. ოქრო.

მარიამ ღლონტი 16-17წ. ( 48კგ) ოქრო.

ია ღლონტი 18წ. ( 50კგ) ვერცხლი.

ხატია გოგელია 16 -17წ. ( 59კგ) ვერცხლი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი 8 - 9წ. ( 23კგ) ბრინჯაო.

ლუკა ვანაძე 8 - 9წ. ( 35კგ) ბრინჯაო.

გიორგი მამინაიშვილი 16-17წ. ( 68 კგ) ბრინჯაო.

ოზირგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისათვის მწვრთნელმა  შოთა ღლონტმა მოამზადა

 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია