შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მერიამ ვიცე მერის მამას ოზურგეთის საპატიო მოღვაწის წოდება მიანიჭა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42149 
 27 ოქტომბერი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვიცე მერის, ალეკო სურგულაძის მამას, ვახტანგ სურგულაძეს მუნიციპალიტეტის საპატიო მოღვაწის წოდება გუშინ, "ალეგრობის" (ოზურგეთელობის) დღესასწაულზე მიანიჭა.

გარდა ვახტანგ სურგულაძისა მუნიციპალიტეტის საპატიო მოღვაწის წოდება მერიამ, რამდენიმე უმაღლესი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლის მიერ  კათოლიკოს პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებული, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის დას, მარინა ჩხარტიშვილს მიანიჭა.

ოღონდ ვახტანგ სურგულაძისაგან განსხვავებით, რომელიც საზოგადოებამ ასეთუ ისე იცის სად მოღვაწეობდა (საბჭოთა კავშირის დროს იყო წვერმაღალას საბჭოთა მეურნეობის დირექტორი), თუ სად და რომელ სფეროში მოღვაწეობს მარინა ჩხარტიშვილი ეს ამ ეტაპზე უცნობია.

საპატიო მოღვაწეებს ტრადიციულად "ალეგრობის" დღესასწაულზე ირჩევენ, რომელიც წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე ქალაქ ოზურგეთში იმართება.

გარდა საპატიო მოღვაწეებისა ამ დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებსა და საპატიო მაცხოვრებლებს ირჩევენ.

საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს თედო ნინიძეს, ექიმს ნანა ტრაპაიძეს და გენიჩესკის რაიონული საბჭოს თავმჯდომარეს, რომლის სახელი და გვარი ამ ეტაპზე მერიაში არ იციან.

ხოლო საპატიო მაცხოვრებლები გახდნენ კლარა ჩავლეშვილი, ვეფხია ფიფია და რამდენიმე ქორეოგრაფი.

ამ გადაწყვეტილებებს მერიასთან არსებული კომისია ღებულობს, რომელსაც ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე ხელმძღვანელობს, ხოლო კომისიაში არიან ლევან მგელაძე დეპუტატი; ლელა იმედაშვილი(საგანმანათლებლო რესურს ცენტრი), გელა შაფაქიძე (სპორტის განვითარების აიპი), ავთო სურგულაძე-ფოლკლორის ცენტრი, მარინა ჯაფარიძე მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, სასულიერო პირი შემოქედის ეპარქიიდან და სხვა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია