შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რევოლუციას, არმაგედონს ან აპოკალიფსურ სცენარს არ ველი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 ნოემბერი 2018

"ხალხი ისედაც დაზაფრეს და მასობრივი ფსიქოზი შეჰყარეს, ახლა ორივე მხარის მიერ გაკეთებცული განცხადებები არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არაკეთილსინდისერი მიდგომაა," - ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი განცხადებებს, რომ ოპოზიცია ემზადება "მესამე ტურისთვის" ქუჩაში.

"რევოლუციას, არმაგედონს ან აპოკალიფსურ სცენარს არ ველი. რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგების მიხედვით რყევები იქნება და ამას მიჩვეულები ვართ. ორივე მხარის მიერ, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ დესტაბილიზციაზე გაკეთებული განცხადებები, ჩემი აზრით, არაკეთილსინდისერი მიდგომაა, ხალხი ისედაც დაზაფრეს და მასობრივი ფსიქოზი შეჰყარეს.

"რაც შეეხება იმას, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს არჩევნები, არჩევნების ბედი არ წყდება იმით, ვინ სწორედ დათვალა ან ვერ დათვალა, ან სწორად არ დაკიდა პლაკატები. არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი, რომელსაც დღეს მე ვხედავ გაჭირვებულს, ვხედავ ნიჰილიზმს და მიუღებლობას როგორც ერთი ისე მეორე კანდიდატის მიმართ. ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და არა ხალხის კეთილდღეობისთვის, ტატამზე ვინ მოერევა, ამ კატეგორიით მსჯელობენ. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს დიაგნოზიც არა აქვს დასმული, არათუ რაიმე მკურნალობის მეთოდები, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არჩევნებს უყურებს როგორც თამაშს, ჩვენ კი პრეზიდენტს ვირჩევთ," - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია