შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა, სად, როდის გამარჯვებული ბაკურციხის სკოლის გუნდი გახდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 23 ნოემბერი 2018
რა, სად, როდის მე-13 სასკოლო სერიის ფინალის გამარჯვებული გახდა ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი "Seen✓", რომელსაც მთავარი პრიზი "ბროლის ბუ " გადაეცა.


გუნდის თითოელი წევრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალური სიგელებით და მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოა. მერიამ გამარჯვებული გუნდი რაბათში ექსკურსიით დაასაჩუქრა. გუნდის კაპიტნის გურამ ტორიაშვილის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ.

„პირველივე თამაშიდან, როდესაც ამ სეზონში ჩავერთეთ, იმდენად დიდი შემართებითა და მონდომებით მივდიოდით, იმდენად შეკრული იყო გუნდი , რომ დარწმუნებულები ვიყავით გამარჯვებაში. მომავალში თუ კიდევ გაიმართება ასეთი შეჯიბრი, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.“

გარდა ამისა, გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნე, რომლის ტიტულიც ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა გურამ ტორიაშვილმა მოიპოვა, მას წამყვანის მიერ საჩუქრად სპეციალური პრიზი გადაეცა.

სასკოლო ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და გურჯაანის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია