შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც ადიგენიდან თბილისში თირკმლის უკმარისობით პაციენტი გადაჰყავდა, ახალციხეში ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად კატასტროფის მანქანაში მყოფი ექიმი მსუბუქად დაშავდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 22 ნოემბერი 2018
შემთხვევა, დღეს, 22 ნოემბერს, დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. ადიგენიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მანქანა ქალაქის გასასვლელში, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „მერსედესს“ შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მიზეზი მანქანების გადაჭარბებული სიჩქარე იყო, რის გამოც „მერსედესის“ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. კატასტროფის მანქანაში მყოფი პაციენტის თბილისში გადასაყვანად შემთხვევის ადგილზე მეორე მანქანა მივიდა. დაშავებული ექიმი კი ამბობს, რომ შეჯახების დროს მხოლოდ შუბლი დაარტყა და საკუთარ თავს პირველადი დახმარება თავად აღმოუჩინა.შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარის შესწავლა ადმინისტრაციული წესით დაიწყეს და სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია