შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიუჯეტი იმიტომ გადაიგზავნა საკრებულოში, რომ შეისწავლონ"-გიორგი ჭიღვარია

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 23 ნოემბერი 2018

ბიუჯეტი იმიტომ გადაიგზავნა საკრებულოში, რომ შეისწავლონ. შეისწავლიან და შემდეგ ერთად გავივლით - განაცხადა ქუთაისის მერმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების საპასუხოდ.

მერის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება საკრებულოს მიერ გადმოგზავნილ შენიშვნებს და რეკომენდაციებს დაელოდება. 

კითხვას, თუ რატომაა ბიუჯეტის პროექტი გასული წლების ბიუჯეტთან თითქმის იდენტური, მერმა არ უპასუხა. 

ქუთაისის საკრებულომ  2019 წლის ბიუჯეტის განხილვა თითქმის დაასრულა. პროექტი საკრებულოს ხუთივე კომისიამ და ფრაქციებმა აღამსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან 21 და 22 ნოემბერს განიხილა. ბიუჯეტის პროექტი განიხილა საკრებულოს გენდერულმა საბჭომაც.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ქონდა როგორც ოპოზიციას,  ასევე უმრავლესობას. მთავარ შენიშვნად ბიუჯეტის გასულ წლების პროექტების ანალოგიურობა დასახელდა. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი ნაჩქარევადაა შედგენილი და არ ასახავს რეალურ საჭიროებებს, ამასთან, ანალოგიურია წინა წლის ბიუჯეტებთან.

"ციფრებიც კი წინა წლის ბიუჯეტების ანალოგიურია. ამ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა ეკონომიურად არ ვითარდება, იგივე აქტიოობის განხორციელება, რაც ორი წლის წინ იყო, იგივე თანხად ვერ მოხდება. ამაზე არ აქვთ ნაფიქრი და ამის გამო შენიშვნა გამოთქვა უმრავლესობამაც. შევთანხმდით, რომ ბიუჯეტს გადავაგზავნით უკან და დაველოდებით შესწორებულ ვარიანტს,   შემდეგ მეტი სააჯაროობით მოვახდენთ განხილვას, ამა თუ იმ თანხის წამომავლობასთან დაკავშირებით და შევიწავლით, ხომ არ დგას ვინმეს ინტერესები რომელიმე პროექტის მიმართ", -განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მერს ბიუჯეტის უკან გაწვევის მოთხოვნით წერილობით მიმართა.

საკრებულომ ბიუჯეტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით მერიას 26 ნოემბერს უნდა დაუბრუნოს. საბოლოო ვერსია საკრებულოზე  25 დეკემბრამდე დამტკიცდება.

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი 53 მილიონით არის განსაზღვრულ და გასული წლის ბიუეჯტთან შედარებით 2 მილიონით მეტია.  

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია