შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არ არის "ქართული ოცნება", ეს არის რუსეთის ოცნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 24 ნოემბერი 2018

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრები გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

უზენაესი საბჭოს 3 ყოფილი წევრი - ვახტანგ ცაგარეიშვილი, ბეჟან ჯავახია და რევაზ კემულარია, აცხადებენ, რომ 1989 წელს, როცა მათ ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს, იცოდნენ, რომ ბრძოლა რუსეთთან ხანგრძლივი და მძიმე იქნებოდა.

ყოფილი დეპუტატების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ რუსეთის კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედებაა საქართველოს წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილი კი რუსული პროექტი. ამიტომ დეპუტატები გრიგოლ ვაშაძეს ღიად უჭერენ მხარს და მის საარჩევნო კამპანიაშიც ერთვებიან.

"რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს ბოლო 6 წლის განმავლობაში, უნიათო და მხოლოდ ოლიგარქული მმართველობაა, ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, ასეთი სახით არის ის წარმოდგენილი. ეს არ არის "ქართული ოცნება", ეს არის რუსეთის ოცნება. ამავე დროს, მათივე ნაწილი - "პატრიოტთა ალიანსი", მოსკოვში ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე უარს ამბობენ და აქედან არიან გასულები," - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, 1990-91 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა, ბეჟან ჯავახიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია