შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეორე ტურისთვის საინფორმაციო ბარათები მხოლოდ 30 უბნის ამომრჩეველს დაურიგდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 26 ნოემბერი 2018
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლის ბარათები აღარ დაურიგდებათ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურისთვის 30 საარჩევნო უბანზე შეიცვალა უბნის მისამართი და უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ახალი მისამართი.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს ასევე, აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნების მისამართები გადაამოწმონ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია