შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მთავრობის ინიციატივას ვალების განულებაზე, ამომრჩევლის მოქრთამვად აფასებს.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 ნოემბერი 2018
ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა: "გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია". მანამდე, მთავრობის ეს ინიციატივა, რომელიც შავ სიაში მყოფი 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობს, ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, საკითხით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ინიციატივას საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე სწავლობს.იუკნევიჩიენემ ინტერვიუს დროს საარჩევნო პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიის კუთხით საქართველო რეგიონში ისევ ლიდერია, თუმცა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, “სახეზეა ნაბიჯი უკან”. ამ კონტექსტში მან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და პოლარიზებული მედიასივრცე ახსენა.“არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის.ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან”, – თქვა მან.ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მდივანმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, არასამთავრობო სექტორის მიმართ მთავრობის რიტორიკა მიუღებელია.“ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ეს რაღაც ახალი იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის ამ საფუძველს, არასამთავრობო სექტორს, სასტიკად ესხმოდნენ თავს. მე გავიგე ისე, თითქოს მთავრობას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მას ემსახურებოდნენ. ეს მიუღებელია”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
საზოგადოება