შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 26 ნოემბერი 2018

„არა „ნაცებს“, არა მიშას, არა სისხლიან რეჟიმს”- ამ ლოზუნგებით ,,ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილმა ავტომანქანებით თელავში მსვლელობა მოაწყო.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სოფელ ვარდისუბნიდან დაიწყეს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის ყველა სოფელი მოიარეს.
„შევიკრიბეთ სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, თელავს და მუნიციპალიტეტის სოფლებს სრულად მოვივლით. მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ მისცენ ხმა მოძალადე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ისინი მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია