შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს უნივერსიტეტი გორის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის [R]

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2019
საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს 6 რეგიონში ბიბლიოთეკებს გახსნის. ეს არის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში, სამკითხველო სივრცეები მოეწყობა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი რეგიონული ოფისი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება გორში მდებარეობს. სიახლის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა. გვიამბეთ უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, იყოს პასუხისმგებლინი კორპორაციული მოქალაქე, 2 წლის წინ საქართველოს 6 რეგიონში (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი, აჭარა-გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი ) ოფისები გავხსენით და ადგილობრივ მოსახლეობას სისტემატიურად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო - შემეცნებით ღონისძიებებს. რაც შეეხება, ბიბლიოთეკებს გადავწყვიტეთ ოფისებს მეტი დატვირთვა, მოსახლეობას კი მეტი საგანმანათლებლო ბენეფიტი მივცეთ, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, შიდა ქართლის რეგიონიცაა, რომლის რეგიონული ოფისი გორშია. ძირითადად რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ვის შეეძლება სარგებლობა? მინდა აღვნიშნო, რომ ბიბლიოთეკების გახსნა ადგილობრივებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული წიგნები იქნება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს ( მე-11, მე-12 ) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთვნენ ამ წამოწყებაში და მათ ბიბლიოთეკებს აჩუქეს თავიანთი საყვარელი წიგნები. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ბიბლუსს თანამშრომლობისთვის. რას გვეტყვით რეგიონულ ოფისებზე? როგორც აღვნიშნე, რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სიციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ვცდილობთ, განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. 2 წელია აღნიშნული ოფისები, მათ შორის გორის ოფისიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. დაესწრნონ სრულიად უფასოდ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებს და სხვ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ გორში. მახარებს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს აქტივობებში და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ ბიბლიოთეკებსაც ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება. როდისთვის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა? ვმუშაობთ მთელი დატვირთვით ვფიქრო, თებერვლისთვის ექვსივე რეგიონულ ოფისს ექნება ბიბლიოთეკა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია