შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს ინფორმაციით არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტებზე 21 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მათ შორის ხუთი ახალქალაქში, 12 კი ადიგენში.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 26 ნოემბერი 2018
„დღეის მდგომარეობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები“, – აცხადებს შს მინსიტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა თავიდან აცილებული: „ამასთან მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისთანავე - სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, კონკრეტული პირები არიან ბრალდებული ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქსა და ონში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე“. ახალქალაქში, 30 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცემის ფაქტზე პასუხისგებაში ხუთი პირი მიეცა. მათ შორის არიან ახალქალაქი–ნინოწმინდის "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და შვილი. რაც შეეხება ადიგენს, აქ საქმე 29 ივლისს, შუამთობის დღესასწაულზე მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რის გამოც 12 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულ საქმეში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, „ქართული ოცნება“ და პროკურატურა კი აცხადებდა, რომ დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკა არ ყოფილა. ახალქალაქისა და ადიგენის საქმეები რაიონულ სასამართლოებს არსებითი განხივლისთვის უკვე გადაეცა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება