შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარეჯვარში ,,ოცნების" აქტივისტების სიაზე თანხებია მიწერილი

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 28 ნოემბერი 2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ ,,ოცნების" აქტივისტების სია მოიპოვა და გაასაჯაროვა. ამ სიების ნაწილზე თანხებია მითითებული, ასევე, პირადი ნომრები და მობილურის ნომრები. ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას. ის სოფელ კარალეთიდანაა, რომლის თემში შედის სწორედ პატარა გარეჯვარი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა რამდენიმე პირს, რომლებიც სიაში არიან მითითებული. თამაზ ბერიანიძე ამბობს, რომ სია, რომელიც ვასილისა ჯაბახიძემ გაიტაცა, წარმოადგენს ,,ქართული ოცნების" აქტივისტების სიას და ეს დასამალი არცაა: ,,რაც შეეხება მითითებულ თანხებს, ეს არის მის მიერ მიწერილი თანხები. თქვენც ნახავთ კიდევაც, რომ თანხებზე სხვა პირის ხელწერაა, ხოლო მონაცემები სხვის. თუ საჭირო გახდება, ამ ხელწერას ექსპერტიზას ჩავუტარებთ" - აცხადებს თამაზ ბერიანიძე. ის არც მალავს, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია. კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სიაშია მითითებული, გოგიტა ბერიანიძეა: ,,დილით ვიყავი მისული არჩევნებზე, მე ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ. ეხლა ვმუშაობ და მაგ გოგოს არც ვიცნობ, ვინც ეგ სია მოგცათ. მე არც დამიმალავს, რომ ,,ოცნების" მხარდამჭერი ვარ. საარჩევნო უბანზე ღიად გამოვაცხადე ჩემი არჩევანიც. ეს ჩემი ნებაა. ეს თანხები საიდან გაჩნდა, წარმოდგენა არა მაქვს" - აცხადებს გოგიტა ბერიანიძე. შენიშვნა: პირადი ნომრები და ტელეფონის ნომრები რედაქციის მიერაა დაფარული.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები