შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 28 ნოემბერი 2018
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ის მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

"ეს არჩევნები არალეგიტიმურია. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, აიღოთ საქართველოს მომავლის გადარჩენა საკუთარ ხელში და დავიწყოთ ღია მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების მოთხოვნა.

მე არ ვიბრძვი ხელისუფლებისთვის. მე არ მინდა საქართველოში არცერთი პოსტი. ჩვენ უნდა დავიცვათ ხმები და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და ხვალიდან ჩვენ გადავდივართ მასობრივი დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ პოლიციას, დაიცვას საზოგადოება, შეიარღებულ ძალებს არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას. ჩვენ ვიწყებთ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას საქართველოში.

ამ ბრძოლის გაშლასთან ერთად, მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში, რადაც უნდა დამიჯდეს.ის რაც ბოლო კვირებში ხორციელდება, არის ძალადობა, ძალადობრივი სცენარი. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოვუწოდებ ყველას ქართული ოცნების წევრებს, გაემიჯნოს დროზე ამ ფაროსანას", - განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

"იმედის" და "რუსთავი 2-ის" ეგზიტპოლების წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია