შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ურთიერთგამომრიცხავი ნარატივის გავრცელება თანამედროვე რუსული პროპაგანდის მეთოდია"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2019

"ქოცების" პასუხი ფეისბუქს
„ქოცების“ პასუხი ფეისბუქის მიერ 400-მდე პროსამთავრობო გვერდის აღმოჩენასა და დახურვაზე, ერთი შეხედვით, ალოგიკური, წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია. ერთი ალთასაა და მეორე ბალთას.

ერთი ერთ მხარეს მიერეკება, მეორე სხვა მხარეს. ერთი ამბობს, რა ფეიქ ანგარიშები და გვერდები, სულ ტყულია ეგ ამბებიო (კალაძე);

მეორემ, გვერდები არსებობდა, მაგრამ ისინი მთავრობამ კი არა, ჩვენმა მომხრეებმა შექმნესო (თალაკვაძე);

მესამემ, ნაციონალებმა ნაცნობი იპოვეს ფესბუქში და იმას გააკეთებინეს ეს ამბავიო (ყანდიაშვილი);

მეოთხემ, ფეისბუქს თავად აქვს რეპუტაციული პრობლემებიო (ზალკალიანი),

მეხუთემ, ჩვენ, არა და აი ნაციონალებს რომ ფეიქ ანგარიშები აქვთ, მაგას უნდა მიხედოს ფეისბუქმაო (კოპალიანი, თუ ვიღაც ასეთი).

რა მოხდა? ნუთუ „ქოცები“ დაიბნენ და ჩამოიშალნენ? მარცხენა ხელმა აღარ იცის, რას აკეთებს მარჯვენა?

ნუ ავჩქარდებით. ერთდროულად რამდენიმე, მათ შორის, აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი ნარატივის გავრცელება 100%-ით თანამედროვე რუსული პროპაგანდის მეთოდია.

მკვლევარების აზრით, რუსული პროპაგანდის მიზანს არ წარმოადგენს სიმართლის დადგენა (დასავლური მიდგომა), ან იდეოლოგიური სიწმინდის დაცვა (საბჭოთა მიდგომა).

რუსული პროპაგანდისთვის სიმართლე არ არსებობს, ის არარელევანტურია. მისი მიზანი წყლის ამღვრევა, საკითხის გაბუნდოვნება, მკითხველის დაბნევა და დაღლა, ეჭვების გაჩენა, პარანოიების წახალისება, და საბოლოო ჯამში, მკითხველის თუ მაყურებლის პასიურობა და საკითხისადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ „ქოცების“ რექციას, ის შეიძლება, არც თუ ისე არალოგიკურად მოგვეჩვენოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია