შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მამალაძის არ შეწყალება პატრიარქის წინააღმდეგ ახალი შეტევის აგორების განზრახვაა!"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 იანვარი 2020

"ამაზრზენია, პრეზიდენტის მიერ მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმა. თანაც ისეთი რამ დააბრალა, რაც ოფიციალურადაც კი არა აქვს წაყენებული!

სასაცილოა, რომ თქვა, ამას ხალხი ვერ გაიგებდაო. მკვლელების სკანდალური შეწყალების მიმღები ამ არგუმენტს ამბობს ადამიანზე, რომელსაც არავინ მოუკლავს! ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ამ უარის მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაში პატრიარქის წინააღმდეგ ახალი შეტევის აგორების განზრახვაა!

შემთხვევითი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილის პატრიარქთან შეხვედრის მეორე დღეს ხდება, რაც განსაკუთრებით აადვილებს მისთვის ამ გადაწყვეტილების დაბრალებას. 

მე არ მომწონს რომ გაცილებით ადრეც საპატრიარქომ არ მოითხოვა მამალაძის განთავისუფლება და არა ერთი სხვა რამ.მშვენივრად ვიცი, რომ პატრიარქი ყოველთვის ვერ იჩენს პრინციპულობას მაგრამ ისეთი, როგორიც არის, ის არ არის, რაც ჭირდებათ ივანიშვილს და მის უკან მდგომ პუტინს და სურთ მისი მოშორება! რატომ? ამის მიზეზი არაერთია, ახლა მთავარ მიზეზზე_ რუსეთის მთავარი ამოცანა დღეს საქართველოში არის ქვეყნის და მსოფლიოს შეგუება ე.წ. ახალ "რეალიებთან"_ ოკუპაციის ლეგალიზაცია.პატრიარქი მტკიცედ, თანმიმდევრულად, განუწყვეტლივ უწევს წინააღმდეგობას ამას.რამდენიმე დღის წინ, მან კვლავ კატეგორიულად განუცხადა პუტინს, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს! ამიტომაც ჩაირთო მასზე ახალი შეტევის სიგნალი და გამოიყენეს კიდეც მამალაძის ამბავი, რომელიც თავიდანვე ეკლესიის წინააღმდეგ იქნა შეთითხნილი! ვისაც ოდნავ მაინც ანალიზის უნარი გააჩნია, წესით არ უნდა წამოეგოს ამ ახალ სიგნალს! ზურაბიშვილი ივანიშვილს ემორჩილება და არა პატრიარქს_ეს ხომ იცით!"

წერს ცნობილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე ფეისბუკის საკუთარ გევრდზე;

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია