შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქუთაისში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა, მაგრამ ბიულეტენების გაბათილებით შედეგი შეცვალეს"

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 29 ნოემბერი 2018

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ქუთაისში გიგა შუშანია. მისი თქმით,  ქუთაისში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა, მაგრამ გაბათილებული ბიულეტენების ხარჯზე შედეგი შეცვალეს.

"ეს არის კრიმინალების და ხელისუფლების ერთობლივი სპეცოპერაცია ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ. ქუთაისმა ხმა მისცა საპარლამენტო დედაქალაქს, ქუთაისში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა, მაგრამ  ერთპროცენტიანი მოგება რომ დაესწერათ, 2700-ზე მეტი ბიულეტენი, რომელზედაც ხმა მისცეს გრიგოლ ვაშაძეს, გააბათილეს", - აცხადებს შუშანია. 

მისი თქმით, ქუთაისში 2735 ბიულეტები ბათილად ცნეს, მაშინ როვა ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატის გამარჯვება 1 925  ხმის უპირატესობით გამოაცხადეს.  ბათილ ბიულეტენებს შორის 95 % გრიგოლის ვაშაძის სასარგებლოდ არის არჩევანი გაკეთებული. 5% - კი ორივე კანდიდატი გადახაზულია. 

შუშანიას თქმით, არჩევნების გაყალბების დამადასტურებელია სპეცუბნის ოქმი, სადაც იმაზე მეტი ამომრჩეველია დაფიქსირებული, ვიდრე ეს რეალურად შეიძლებოდა ყოფილიყო.  

"მე მაქვს ახლა ოქმი, სადაც სპეცუბანზე, სადაც ხმა მისცეს გრიგოლ ვაშაძეს,  მე მაქვს ხელთ ოქმის, სადაც 531 ადამიანია მიწერილი სპეცუბანზე ციხეზე, რომელმაც თითქოს ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს. ჯამში, ამდენი თანამშრომელი არ მუშაობს ქუთაისის ციხეზე. ასეთი მანიპულაციით შეძლეს ამ შედეგის გადაწერა", - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

 შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ ხმების 48,72 %, სალომე ზურაბიშვილმა კი 51,28 % მიიღო. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია