შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ, 28 ნოემბერს, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციას საპროტესტო აქციების გზით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა. რეგიონში ენმ–ს წარმომადგენლები სააკაშვილის განცხადებას სხვადასხვაგვარად აფასებენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 29 ნოემბერი 2018
"მიხეილ სააკაშვილს თავის მოსაზრება გააჩნია, ამ მოსაზრებას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი უპასუხებს. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს არეულობის მომხრე არ ვყოფილვარ, მაგრამ კონსტიტუციის ფარგლებში რაც იქნება გადაწყვეტილი, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. მე პირადად მომდევნო 5 წელი პრეზიდენტი არ მეყოლება, ეს პრეზიდენტი არაა, მოგვიყვანა რუსეთმა და დაგვისვა“, – ამბობს ახალციხეში ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე. ბორჯომში ენმ–ს შტაბის უფროსი ბაკურ გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხალხმა პროტესტი ამ ხელისულფლების წინაათმდეგ ქუჩაში გამოსვლით გამოხატოს: „ეს არჩევნები არ იყო, ეს იყო სპეცოპერაცია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და როდესაც სამართლებრივად ვერ აღწევ მიზანს, არ არის გამორიცხული რომ ადამიანებმა პროტესტის ამ ფორმას მიმართონ. კონსულტაციები ცენტრალურ შტაბთან ჯერ–ჯერობით არ მქონია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ერთი პიროვნების აზრის საფუძველზე, თუნდაც ეს იყოს მიხეილ სააკაშვილი, გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“. ადიგენში ენმ–ს შტაბის ხელმძღვანელი დათო ოგანესიანის თქმით ეს საკითხი ცენტრალურ შტაბში ჯერ არ განხილულა: „რთული თემაა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს საკითხი ცენტრალურ შტაბშიც არ განხილულა“. ასპინძაში ენმ–ს შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ მოსიძე კი ამბობს, რომ ამ საკითხზე პასუხი დღეს, 29 ნოემბერს საღამოს გახდება ცნობილი – „რასაც გაერთიანებული ოპოზიცია იტყვის, ჩვენ იმას გავაკეთებთ, ჯერ შეუძლებელია პასუხი მქოდნეს“. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ზამთრის ცოლები