შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის საკრებულომ იმ ოქმის ფორმა, რომელიც დარღვევის შემთხვევაში ჯანდაცვის სამსახურმა სალონებს უნდა შეუდგინოს, სამი თვის წინ დაამტკიცა, თუმცა აღნიშნულ სამსახურს ამ დრომდე არცერთი სალონი არ შეუმოწმებია.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესი შვიდ სექტემბერს დაამტკიცა. დოკუმენტი ძალაში ამავე დღეს შევიდა. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი თეიმურაზ ზაქროშვილი ამბობს, რომ ოქმები ახლა იბეჭდება და სალონების შემოწმებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ: „საკრებულომ კი დაამტკიცა ოქმები მაგრამ, ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს, ენის სისწორეზე იგზავნება დახვეწა სჭირდება და დროში გაიწელა მათი ბეჭვდა, ამიტომაც ვერ მოვახერხეთ სალონებში შესვლა“.ზაქროშვილის თქმით, ოქმები არ შეუდგენიათ თუმცა, სალონებს მდგომარეობის თანამშრომლებს კონსულტაციების გასაწევად, ხშირად აკითხავდნენ. სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის ინავარში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სალონებში ინვენტარი უნდა განახლებულიყო და ჰიგიენური წესებიც დაეცვათ. ამავე წლის ოქტომბრიდან ახალი რეგულაციების გათვალისწინება ყველა სალონისთვის სავალდებულო გახდა. თუმცა, ის თუ რამდენად იცავენ ჰიგიენურ ნორმებს სალონები, ამისი კონტროლი ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა ეწარმოებინა. კონტროლის განსახორციელებლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების წესი კი საკრებულოს საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა.ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 30–მდე სალონია და 100–მდე თანამშრომელია დასაქმებული.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია