შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

STOP RUSSIA-"ჩვენ გვტკივა დაკარგული საქართველო"-აქცია ოზურგეთში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 03 დეკემბერი 2018

 

ოზურგეთში,ჭადრების ბაღში ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია რომელიც ემსახურება რაცშეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული , თუ რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია,თუ რამდენი სოფელია ოკუპირებული დღეის მონაცემებით შიდა ქართლში,რა პრობლემები აქვთ იქ მაცხოვრებლებს და ასევე  აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას,რომელიც ჩვენნაირად დაზარალებულია რუსული მიმტაცებლური პოლიტიკის გამო.“გურიის მოამბე“ აქციის ორგანიზატორს,სამოქალაქო აქტივისტს ზურა ფუტკარაძეს გაესაუბრა

„ესაა სოლიდარობის აქცია,ჩვენი მოსახლეობის მიმართ, ვინც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე,ამ აქციით სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას.მე მინდა გამოვაცოცხლო ოზურგეთში ახალგაზრდობა,გურიიდან თანადგომა და მხარდაჭერა გვინდა გავუგზავნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებძე მცხოვრებ მოსახლეობას,პარალელურად სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინის მიმართ.აქია იქნება საინფორმციო სახის,ვისაუბრებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,მათ პრობლეებზე.მე მარტო ინდივიდუალურად მომინდა მ აქციის ჩატარება,მეხმარებიან მეგობრებიც.მინდა თვეში ეღთხელ მაინც ოზურგეთიდანაც ჩავდიოდეთ საოკუპაციო ხაზთან როგორც სხვა ქალაქების აქტივისტები და იქ ადგილზეც ვთქვათ ჩვენი სათქმელი-გვიამბო ფუტკარაძემ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება