შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციის თავმჯდომარე ვალების განულების პროგრამაში ჩართვის მიზეზებს განმარტავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 03 დეკემბერი 2018

მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციის თავმჯდომარე ვალების განულების პროგრამაში ჩართვის მიზეზებს განმარტავს.

ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ გარკვეულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მთავრობის ინიციატივამდე გაცილებით ადრე ჰქონდათ იდეა, რომ სოციალურად დაუცველ კლიენტებისთვის შეღავათი გაეკეთებინათ.

შენგელიას თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინიციატივა ახალი წლის წინა დღეებში უნდა ამუშავებულიყო და სოციალურად დაუცველებს შეეხებოდათ.

შენგელიას განცხადებით, მთავრობამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაასწრო და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროგრამაში ჩართულიყვნენ.

„არავინ არავის დამატებია, მოხდა ისე, რომ ყველამ ყველას დაასწრო ამ განცხადებებში. ჩვენ პარალელურ რეჟიმში, საახალწლოდ ვმუშაობდით, მოგეხსენებათ რაღაც ახალი მომსახურეობის კოეფიციენტი შემოდის, ეს წინა რეგულაციების ნაწილია, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია ვამუშავებდით ინიციატივას იმ მსესხებლებისთვის, რომლებიც ამ მომსახურეობის კოეფიციენტში ვერ ჩაჯდებიან, ასევე სოციალურად დაუცველებისთვის, რა შეიძლება გაგვეკეთებინა. უბრალოდ, ამ ყველაფერს დაასწრო მთავრობის ინიციატივამ, რაზეც იყო საუბარი. ორგანიზაციების უმრავლესობისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა ეს შეთავაზება, თუმცა, სოციალურ მხარეს ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ,“ - განაცხადა ბესიკ შენგელიამ.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.

ვალების განულების პროგრამა 16 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 

"რუსთავი2"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
კულტურა