შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ექვს სკოლაში მედალს 51 მოსწავლე მიიღებს. მათ შორის ნაწილს ოქროს, ნაწილს კი ვერცხლის მედალს გადასცემენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 03 დეკემბერი 2018
2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ოქროს მედალოსანი ახალციხის პირველ საჯარო სკოლას ჰყავს. აქ სულ 20 მედალი გაიცემა და მათ შორის 19 ოქრო, ერთი კი ვერცხლი იქნება. შარშან პირველ სკოლას 12 მედალოსანი ჰყავდა. 20 მედალი გაიცემა მეხუთე საჯარო სკოლაშიც. თუმცა, მათ შორის 10 ოქრო და ათი ვერცხლი იქნება. მეექვსე საჯარო სკოლას ოთხი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.ორი ოქროსმედალოსანი ჰყავს მეორე სკოლას. ერთი ოქროსმედალოსანია მესამე სომხურენოვან სკოლაში.კერძო სკოლა „მზექას“ კი ორი, ერთი ვერცხლის და ერთი ოქროსმედალოსანი ჰყავს. განათლების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მედალოსანი მოსწავლეებისათვის მედლების დარიგება უკვე დაიწყო. როდის მიიღებენ 2017-2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს სამინისტროს თარიღი ჯერ განსაზღვრული არ აქვს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება