შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეშფოთებულები ვართ იმ დარღვევებით, რომელთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 03 დეკემბერი 2018

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს გაეროს ელჩი საქართველოში. განცხადება გააკეთა ასევე შვედეთის ელჩმაც.

დიპლომატების განცხადებით, შეფასებები დაფუძნებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიგენებებზე.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით მინდა მივულოცო სალომე ზურაბიშვილს. ის არის პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში. მიუხედავად ამისა ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ იმ დარღვევებით, რომელთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. განსაკუთრებით ეს არის სამწუხარო ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიის სტანდარტებისკენ. შესაძლო დარღვევები დეტალურად იყო აღწერილი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს დარღვევები ეხებოდა მედია თავისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და ასევე პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრების წაშლას,“ - განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა