შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მაქსიმალურ წნეხს მოვუწყობთ ხელისუფლებას, ქვეყნის შიგნით და გარეთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

მაქსიმალურ წნეხს მოვუწყობთ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ვაიძულოთ, სისტემა შეცვალონ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემგანაცხადა. მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ქვეყანაში არეულობისა და დაძაბულობის შექმნა არ სურს.

„ჩვენ აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რამდენად აქვს სალომე ზურაბიშვილსდემოკრატიულად მიღებული მანდატი. მას დემოკრატიულად მიღებული მანდატი არ აქვს, რადგან ამ არჩევნებზე ისეთი ხარისხის დარღვევები იყო, რომ მისი შედეგები ქვეყანაში თავისუფალი ნების გამოხატვას არ შეესაბამება. ამით განსხვავდება ეს არჩევნები წინასგან და სწორედ ამის გამო ამჯერად ჩვენი უცხოელი პარტნიორები უფრო მწვავე იქნებიან, ვიდრე ეს იყო წინა შემთხვევებში. თქვენ კონსტრუქციული გზა ახსენეთ და იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა არ გვინდა, ამას „ევროპული საქართველო“ ღიად ამბობს. ამ ნაწილში ჩვენ კონსტრუქციულები ვართ, მაგრამ არ ვიქნებით კონსტრუქციულები და მაქსიმალურ წნეხს მოვუწყობთ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ვაიძულოთ, სისტემა შეცვალონ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია