შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათების მიმღებ პირთა წრე ფართოვდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 05 დეკემბერი 2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათის მიმღებ პირთა წრის გაფართოებას დაუჭირა მხარი.


სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს. მათ შორისაა კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სოციალური შეღავათის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე ვრცელდება.
კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია