შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისი მიზნობრივი ტრანსფერის სახით 235 ათას ლარს მიიღებს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 05 დეკემბერი 2018

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების სახით,  28,7 მილიონი ლარი გადაეცემათ. დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელ  მუნიციპალიტეტს რა თანხა გადაეცემა მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერის სახით droa.ge აქვეყნებს. 

 მომავალი წლიდან  ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ. მის ნაცვლად მუნიციპალიტეტებზე დღგ-ის 19% გადანაწილდება, ამიტომ მომავალ წელს ტრანსფერის თანხა მკვეთრად დაიკლებს. სპეციალური ტრანსფერი კი საგანგებო სიტუაციების შედეგების (სტიქიის ზიანის) სალიკვიდაციოდ გამოიყოფა და მის მისაღებად  თვითმმართველობამ მთავრობას უნდა მიმართოს.

 რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან - (280 მილიონი ლარი) თანხა მუნიციპალიტეტებში იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ლარს აღემატება.

ქუთაისი 2019 წელს მიზნობრივი ტრანსფერის სახით  235 ათას ლარს  მიიღებს. 

რაც შეეხება იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, ციფრები ასე გამოიყურება:

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია