შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კალაძემ მწვანე შუქი აუნთო ზონდერბრიგადებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებასა და დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა.


მისი თქმით, კახა კალაძემ ზონდერბრიგადებს მწვანე შუქი აუნთო.

„თბილისის მერის განცხადება, ეს იყო პირდაპირ მწვანე შუქის ანთება იმ ზონდერბრიგადებისთვის, რომლებსაც პირდაპირ დავალება აქვთ მიცემული, რომ ჩვენს მხარდამჭერებს ასე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მე შევახსენებ თბილისის მერსაც და „ქართულ ოცნებასაც“, რომ ნებისმიერ ძალას უპირისპირდება უკუძალადა მერწმუნეთ, ეს უკუძალა დღეს გაცილებით უფრო ძლიერია,“-აცხადებს ენმ-სწევრი ზაალ უდუმაშვილი.

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს რამდენიმე პირი ქუთაისის აეროპორტში პირველ დეკემბერს დაესხნენ.

დედაქალაქის მერმა გუშინ ინციდენტზე საუბრისას თქვა - „რასაც დასთეს იმას მოიმკი“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია