შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

 Venue.ge – სრუბრიკის პირველი სტუმარი იყო, კულტურის ყოფილი მინისტრი და საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა.

10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის:

1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი;
2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში;
3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი;
4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი (Juris Doctor), რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა;
5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი”, “უძინართა მზე”, “გარსევანი”;
6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს;
7. ვიყავი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის იდეის ავტორი და ძეგლის მოხსნის საზოგადოებისთვის ტელევიზიით პირველი გამომცხადებელი;
8. ვარ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი და ექსპოზიციის მოწყობის მონაწილე;
9. ვარ დაჯილდოებული გორგასლის ორდენით აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის;
10. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა და რომელიც დღესაც მიყვარს და არასდროს მავიწყდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება