შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერია "თეთრ ხიდის" სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას 185 ათასი ლარის უკან დაბრუნებას თხოვს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 06 დეკემბერი 2018

კომპანია ალმა-რუს გუშინ ხელშეკრულება ცალმხრივად შუწყდა, - ამის შესახებ მერიის ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს. 

"კომპანია "ალმა რუს" გუშინ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა. საქართველოს კანონმდებლობის, 361-ე მუხლის მეორე  ნაწილს თანახმად, კომპანია ვალდებულია სამუშაოები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს. იქედან გამომდინარე, რომ სამუშაოები ჯეროვნად არ არის შესრულებული და ვერ შეძლო ამ კომპანიამ სამუშაოების დასრულება, შეუწყდა ხელშეკრულება",-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

მისი თქმით, ხიდზე შესრულებული სამუშაოების ხარისხთან შენიშვნები აქვს მონიტორინგის ჯგუფს. 

ყურაშვილის განცხადებით, კომპანიას მერიისაგან ამ დროისათვის მიღებული აქვს 290 ათას ლარამდე, საიდანაც მერია 185 ათასი ლარის უკან დაბრუნებას 5 დღის ვადაში ითხოვს.

"გონივრული ვადა მივეცით 5 დღე, მათ სახელმწიფო ხაზინაში უნდა დააბრუნონ 185 ათასი ლარი. აქედან 174 ათასი ლარი პირგასამტეხლოა,  11 ათას ლარამდე კი უწევს დაკისრებული ჯარიმები"- განაცხადა ყურაშვილმა. 

აღნიშნულ თანხას შესაძლოა კიდევ 2 ათასი ლარი დაემატოს. გუშინ კომპანიამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუტაფორიული თეთრი ქვები მოიტანა,  რაც პროექტის ფარგლებში ხიდზე უნდა განთავსებულიყო. მერიის წარმომადგენლებმა ჯერ განაცხადეს, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი აქვთ, შემდეგ კი პოლიციის ძალით კომპანიას მოტანილი ქვები აიღეს და საცავში გადაიტანეს.

"13 ცალი დიდი მოცულობის ქვა იყო, სხვათაშორის, ხარისხობრივად არც თუ ისე კარგად გაკეთებული, გარკვეული, ძალიან დიდი ტერიტორია იყო დაკავებული, იღღუდებოდა მოძრაობა.  ჩვენს მიერ მოხდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ადმინისტრაციული კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილი, თანხას სასამართლო ადგენს თუმცა იურისდიული პირისათვის 2 ათასი ლარის ოდენობას ითვალისწინებს", - განაცხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. 

კომპანიის წარმომადგენლები ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტასა და ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ. 

შეგახსენებთ,"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები  ყაზახური კომპანიის "ალმა-რუს საქართველოს" ფილიალმა შეასრულა. სამუშაოები დაგეგმილი 2 თვის ნაცვლად 5 თვე გაგრძელდა.  კომპანიამ, რომელსაც საქართველოში საქმიანობის გამოცდილება არ ქონდა, ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია