შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გული დამწყდა მისი წასვლის გამო, ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 დეკემბერი 2018

კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა.

„მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია