შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატრიარქი: ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს ხმები, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 09 დეკემბერი 2018
ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“, - ამის შესახებ დღევანდელი, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

ილია მეორემ არჩევნების პერიოდს ერის გამოცდა უწოდა. მისი სიტყვებით, ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა, რაც ძალიან საწყენია. პატრიარქი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა პრეზიდენტის ინაუგურაციას ღირსეულად შეხვდება. მან ქადაგებისას ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს პირველად ჰყავს ქალი პრეზიდენტი.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში. მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტადა", - განაცხადა პატრიარქმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია