შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა ‘მხიარული სტარტების’ ფინალურ შეჯიბრზე ქუთაისის გუნდი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 დეკემბერი 2018
„მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატი თბილისში დღეს, ცხრა დეკემბერს გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისისა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დაუპირისპირდნენ.სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, დაძაბული შეჯიბრის შემდეგ „მხიარულ სტარტებში“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.„მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობას პირველი საჯარო სკოლის 12 მოსწავლე და ორი პედაგოგი იღებდა. ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლის გელა ძამუნაშვილის თქმით, მხიარული სტარტები ოთხ ტურად გაიმართა–„ჯერ იყო მუნიციპალური, შემდეგ რეგიონული, გუშინ შეჯიბრი აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ჩატარდა, აქ გამარჯვებული კი უკვე საქართველოს ჩემპიონატზე გავიდა“.სამცხე–ჯავახეთიდან „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობას ახალციხისა და ბორჯომის გუნდები იღებდნენ, თუმცა ბორჯომი რეგიონული შეჯიბრის შემდეგ, ჩემპიონატს გამოეთიშა. „მხიარულ სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია