შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 10 დეკემბერი 2018

ქუთაისში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე ქსელი. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს ხანში დაიწყება ასფალტის საფარის დაგებაც.

სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით, პარალელურად ადგილზე მუშაობს წყალმომარაგების კომპანია, რათა დროულად მოხდეს ახალი წყლის მილების მონტაჟი, რათა მალევე დაიწყოს გზის საფარი დაგება.

,,დუმბაძის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია "დაგი +" ახორციელებს. პროექტი 1 მლ 70 000 ლარის ღირებულებისაა. პარალელურ რეჟიმში მუშაობს ადგილზე წყალმომარაგების კომპანია, რათა დროულად მოხდეს წყლის მილების მონტაჟი და გზის საფარის დაგება. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სამუშაოების ვადებს და ხარისხს. ასევე მიმდინარეობს იაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაციაც," -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია