შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გურამ დონაძე რას ამბობს არ ვიცი "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 დეკემბერი 2018

თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ძმის საქმის გამოძიებაში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. როგორც კალაძე ამბობს, მან არ იცის კონკრეტულად რა წვლილი აქვს მისი ძმის საქმის გამოძიებაში გურამ დონაძეს.

"არ ვიცი რაზეა საუბარი. მე, თავის დროზე, შესაბამის სამსახურებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმის გამოძიებაში, გადავუხადე მადლობა. კონკრეტულად ვინ იყო არ მახსოვს. გურამ დონაძე რას ამბობს არ ვიცი",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კახა კალაძეპირადად უხდიდა მადლობას მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია